გლობალური შიმშილის 2026 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 24 ქვეყანას შორის დასახელდა და ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს
გლობალური შიმშილის 2026 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 24 ქვეყანას შორის დასახელდა და ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს. ამავე ანგარიშის თანახმად, ევროპაში შიმშილის პრობლემის მქონე ქვეყნებს შორის უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი მოხვდნენ. ანგარიშის მიხედვით, საქართველომ რეიტინგში პოზიციების გაუმჯობესება 2012 წლიდან დაიწყო. იმ პერიოდში ქვეყანა ევროპის ბოლო ხუთეულში იყო, დღეს კი შიმშილის პრობლემისგან თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში შედის.























