აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს განახლებული არასააღსრულებო სერვისები წარუდგინა
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს განახლებული არასააღსრულებო სერვისები წარუდგინა. ქონების შეფასება, გამარტივებული საქმისწარმოება და ფაქტების კონსტატაცია. პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა იმ მექანიზმებზე, რომლებიც მოქალაქეებს, ბიზნესსუბიექტებსა და საჯარო უწყებებს სამართლებრივი და ფინანსური რისკების შემცირებაში, დროისა და რესურსების დაზოგვასა და საკუთარი ინტერესების დაცვაში ეხმარება. ბიურო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, მომხმარებლებთან უშუალო კომუნიკაციასა და მათი საჭიროებების გათვალისწინებას.























