ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ სინგაპურში, ტექნოლოგიურ ფორუმზე საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და საინვესტიციო გარემოზე ილაპარაკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ სინგაპურში, ტექნოლოგიურ ფორუმზე საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და საინვესტიციო გარემოზე ილაპარაკა. ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, 2021–2025 წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ წლიურად 9,3%-ით იზრდებოდა, ექსპორტი კი გაორმაგდა. ნადარეიშვილმა ასევე განიხილა „შუა დერეფნის“ მზარდი მნიშვნელობა. პანელურ დისკუსიაში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემაც მიიღო მონაწილეობა.























