მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე 20 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე 20 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა, საყრდენი კედლები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება მონაკვეთზე არსებულ 8 სახიდე გადასასვლელს. ასევე, გათვალისწინებულია მეწყრულ მონაკვეთზე შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება.























