ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით, კრიმინალურმა პოლიციამ დააკავა 7 ადამიანი
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით, კრიმინალურმა პოლიციამ დააკავა 7 ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება ჩამოაყალიბა, რომლის წევრებთან ერთადაც წინასწარ შეიმუშავა მოქალაქეებზე თავდასხმის, მათ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მატერიალური სარგებლის მიღების გეგმა.























