საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზებით, ახალგაზრდული შესაძლებლობების ფორუმი გაიმართა
საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზებით, ახალგაზრდული შესაძლებლობების ფორუმი გაიმართა. ღონისძიება ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის დასკვნითი ეტაპი იყო. ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობასა და მოხალისეობრივ საქმიანობაზე ილაპარაკეს. მონაწილეებმა პროგრამების პრეზენტაციები მოისმინეს. ღონისძიების დასასრულს სკაუტური მოძრაობის ლიდერები დააჯილდოვეს.























