სპორტის მინისტრი, ევროპის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პედრო მოურას შეხვდა
სპორტის მინისტრი, ევროპის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პედრო მოურას შეხვდა. მხარეებმა 2029 წლის მაგიდის ჩოგბურთის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს, ასევე გადაწყდა, რომ 2027 წელს ევროპის ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა თბილისში გაიმართება. საქართველომ 2029 წლის მაგიდის ჩოგბურთის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლის სტატუსი წელს მოიპოვა. შეხვედრას სპორტის მინისტრის მოადგილე, მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოსა და ევროპის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ












