პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, დანიაში ადგილობრივ დეპუტატებსა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მდივანს, ლოტე მახონს შეხვდა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, დანიაში ადგილობრივ დეპუტატებსა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მდივანს, ლოტე მახონს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთთანამშრომლობის ფორმატების გააქტიურების მნიშვნელობას. ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით დელეგაციამ ორმხრივი თანამშრომლობა, ოკუპირებულ რეგიონებში ვითარება, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები და უკრაინის ომის გავლენა შავი ზღვის რეგიონზე განიხილა. ილაპარაკეს, საქართველოს, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ევროპის ენერგო უსაფრთხოებასა და „შუა დერეფანზე“. ქართულმა მხარემ ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენის აუცილებლობაზე მიუთითა და დაკავშირებადობის სამიტზე საქართველოს არმიწვევის გამო გაკვირვება გამოთქვა. კოპენჰაგენის მერიაში კი ნიკოლოზ სამხარაძემ, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, ცვალებად საერთაშორისო გარემოში საქართველოს როლზე, ეკონომიკასა და რეფორმებზე ისაუბრა. წაიკითხა მოხსენება საქართველოს შესახებ












