უკრაინა რუსეთისთვის სტრატეგიული და სიმბოლური მნიშვნელობის მქონე ყირიმის ხიდზე ახალი დარტყმების განხორციელებას გეგმავს
უკრაინა რუსეთისთვის სტრატეგიული და სიმბოლური მნიშვნელობის მქონე ყირიმის ხიდზე ახალი დარტყმების განხორციელებას გეგმავს. გამოცემა „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამხედრო მეთაურებს ხიდის დარჩენილი ნაწილის მწყობრიდან გამოყვანა დაავალა. ახალი შეტევისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს. ცნობისათვის, 18 ნოემბერს განხორციელებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად ქერჩის სრუტეზე მდებარე ხიდის საავტომობილო მონაკვეთი და საყრდენი კონსტრუქცია დაზიანდა და ნაწილობრივ ჩამოინგრა












