ალექსანდრე ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში გამოვლინდნენ
ალექსანდრე ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში გამოვლინდნენ. ჟურნალისტები საუკეთესო სტატიისთვის, ჟურნალისტიკაში განსაკუთრებული წვლილისთვის, აფხაზეთის თემაზე მრავალწლიანი მუშაობისა და შეიარაღებული კონფლიქტის ისტორიული კადრების გადაღებისა და შენარჩუნებისთვის დააჯილდოვეს. საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით. პრემია ქართულ მედიაში აფხაზეთის თემის გაშუქებასა და ამ მიმართულებით მომუშავე ჟურნალისტების დაფასებას ემსახურება












