უკან28 ნოემბერი 2026, 17:39
კანარის კუნძულებთან მიგრანტების ნავზე 14 ადამიანის ცხედარი იპოვეს
კანარის კუნძულებთან მიგრანტების ნავზე 14 ადამიანის ცხედარი იპოვეს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ნავზე ასზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა. მათ გამბია 10 დღის წინ დატოვეს. გზაში ძრავი მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც გზის გაგრძელება ვერ შეძლეს. მაშველებმა კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი 6 ადამიანი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, დანარჩენების ევაკუაცია კი ხომალდით განხორციელდა
გაზიარება












