სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში“ გაიმართა
სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში“ გაიმართა. რომელმაც გააერთიანა ადგილობრივები, გააძლიერა ურთიერთმხარდაჭერა და დაისახა სამომავლო გეგმები. ღონისძიებაზე ადგილობრივი და მოწვეული მეწარმეებისა და მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. სტუმრები ქედის ტრადიციულ ხელობასა და ადგილობრივ სამზარეულოს გაეცნენ. დაჯილდოვდნენ საპატიო ქედელები და სასპორტო სკოლის წარმატებული სპორტსმენები. დღესასწაული ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით გაგრძელდა. ღონისძიებას აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები დაესწრნენ












