ევრობიუროკრატების ღია მოწოდება პროტესტი გაგრძელდეს, მორიგი დადასტურებაა თბილისში როგორ სურს ბრიუსელს დაპირისპირება გაგრძელდეს
ევრობიუროკრატების ღია მოწოდება პროტესტი გაგრძელდეს, მორიგი დადასტურებაა თბილისში როგორ სურს ბრიუსელს დაპირისპირება გაგრძელდეს. ოპოზიციის მოკავშირე ევროპარლამენტარები, ვიდეო მიმართვებს ავრცელებენ და აქციას მხარდაჭერას უცხადებენ. მეტიც, მაგალითად მოჰყავთ სერბეთი და პირდაპირ მოუწოდებენ პროტესტის მონაწილეებს, რომ ისევე როგორც კიევში, თბილისშიც ბრძოლა იქამდე უნდა გაგრძელდეს ვიდრე საჭიროა. კიდევ ერთი დადასტურება, როგორ მართავენ საქართველოში პროცესებს, უცხო ქვეყნებიდან. როგორც შეფასებებიდან ვისმენთ, ოპოზიციასა და მათ მოკავშირე ევროპარლამენტარებს, საერთო ლობისტები ჰყავთ და ერთი მითითებებით მოქმედებენ












