დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრთა ნაწილი ვაშინგტონში მდებარე დაცულ სამხედრო ობიექტებზე ცხოვრობს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრთა ნაწილი ვაშინგტონში მდებარე დაცულ სამხედრო ობიექტებზე ცხოვრობს. ამის შესახებ CNN იუწყება. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამჟამად სამხედრო ბაზების საცხოვრებელ ფონდში ადმინისტრაციის დაახლოებით ექვსი მაღალი თანამდებობის პირი იმყოფება, რაც ისტორიულად უპრეცედენტო მაჩვენებელია. მათ შორის არიან: სახაზინო მდივანი მინისტრი სკოტ ბესენტი, გენერალური პროკურორი ტოდ ბლანში, თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თეთრი სახლის აპარატის უფროსი სტივენ მილერი. დაცულ სამხედრო ტერიტორიებზე მათი გადასვლის მთავარ მიზეზად ძალადობის შესაძლო საფრთხე და საზღვარგარეთიდან მომდინარე მუქარებია












