საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ათენში გამართულ დრამატულ მატჩში საბერძნეთი ოვერტაიმში 92:88 დაამარცხა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ათენში გამართულ დრამატულ მატჩში საბერძნეთი ოვერტაიმში 92:88 დაამარცხა. 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ამ გამარჯვებით გუნდმა ფინალურ ეტაპზე გასვლისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. შეხვედრის ძირითადი დრო 75:75 დასრულდა. ოვერტაიმის ბოლო წუთზე მასპინძლები 88:81 დაწინაურდნენ, თუმცა ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა ბოლო 48 წამში 11 უპასუხო ქულა ჩააგდო და საბერძნეთი ოფიციალურ მატჩში ისტორიაში პირველად დაამარცხა. ბოლო წამებზე რიდის ჩაჭრისა და კოსტას ანტეტოკუნმპოს არასპორტული ქმედების შემდეგ შენგელიამ საჯარიმოები ზუსტად შეასრულა. საქართველოს რიგებში 30 ქულით მარკის რიდი გამოირჩა. კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მძიმე პირადი ტრაგედიის და მატჩის დროს მიღებული ხელის ტრავმის მიუხედავად 44 წუთი ითამაშა, რა დროშიც 25 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. კაპიტანი დღის სიმბოლურ ხუთეულშიც შევიდა. აი ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 6 გამარჯვება აქვს, საბერძნეთს კი - 4. მომდევნო შეხვედრას ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი 29 ნოემბერს, თბილისში, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.















