ერევანში იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სომხეთის პრემიერს შეხვდა
ერევანში იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სომხეთის პრემიერს შეხვდა. სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის კუთხით საქართველოს გამოცდილებაზე ილაპარაკეს. სომხეთი ახლა ამ პროცესს გადის და საქართველოს გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავება კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და საჯარო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები და სომხეთში საქართველოს ელჩი ესწრებოდა.















