„ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩზე სამი პოლიციელი დაშავდა, 16 ადამიანი კი დააკავეს
„ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩზე სამი პოლიციელი დაშავდა, 16 ადამიანი კი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გულშემატკივრებმა სტადიონის ინფრასტრუქტურა დააზიანეს და სამართალდამცველებს სკამები ესროლეს. უწყების განცხადებით, პოლიციამ ძალადობის შესაჩერებლად სპეციალური საშუალება გამოიყენა. სამინისტრო უარყოფს უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პოლიციის მიერ ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა.















