ბრიუსელში ევროპელმა ფერმერებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს
ბრიუსელში ევროპელმა ფერმერებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს. მათ ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის დაფინანსების შესაძლო შემცირება გააპროტესტეს. აქცია 2028-2034 წლების ევროკავშირის ბიუჯეტის საკითხზე ლიდერების შეხვედრის პარალელურად გაიმართა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, მათთვის გაუგებარია, რატომ უნდა ხმარდებოდეს რესურსები ომსა და შეიარაღებას და არა სოფლის მეურნეობას.















