დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ ისურვებდა, რუსეთმა შეწყვიტოს ყველანაირი სახის სამხედრო აგრესია ევროპის ტერიტორიებზე
დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ ისურვებდა, რუსეთმა შეწყვიტოს ყველანაირი სახის სამხედრო აგრესია ევროპის ტერიტორიებზე. ამერიკის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ჩინეთში პუტინთან შეხვედრისას ბევრი დრო დავხარჯე იმაზე ლაპარაკში, რომ ვისურვებდი შეეწყვიტა ყველანაირი სახის სამხედრო აგრესია ევროპის ტერიტორიებზე, იმ იმედით, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება სწრაფად იქნას მიღწეული. ნამდვილად მჯერა, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს“,- წერს თეთრი სახლის ლიდერი.















