„ცილისწამება“ უწოდა შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელის განცხადებებს საქართველოში „თვითნებურად დაკავებულების“ შესახებ
„ცილისწამება“ უწოდა შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელის განცხადებებს საქართველოში „თვითნებურად დაკავებულების“ შესახებ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, ბრიუსელი ამ ბრალდების დასადასტურებლად კონკრეტულ ფაქტებს ვერ ასახელებს. პაპუაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქართულმა მხარემ ევროკავშირს დაკავებულთა ვინაობის დასახელება კიდევ ერთხელ სთხოვა.















