სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკების საშუალების შემოტანის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს
სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკების საშუალების შემოტანის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს. მათ წითელი ხიდის სექტორ „ვახტანგისის“ დასაცავ მონაკვეთზე აზერბაიჯანი-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება „თებაინი“ ამოიღეს.















