რუმინეთის პროკურატურამ ოფიციალურად წაუყენა ბრალი ულტრამემარჯვენე დეპუტატს, ჯორჯე სიმიონს გასულ წელს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების წინ საარჩევნო კომისიის წევრების წინააღმდეგ ძალადობისკენ მოწოდების ფაქტზე
რუმინეთის პროკურატურამ ოფიციალურად წაუყენა ბრალი ულტრამემარჯვენე დეპუტატს, ჯორჯე სიმიონს გასულ წელს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების წინ საარჩევნო კომისიის წევრების წინააღმდეგ ძალადობისკენ მოწოდების ფაქტზე. სიმიონი, რომელიც ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, ოპოზიციური პარტია „რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ ლიდერია. პარტია აკრიტიკებს ევროკავშირს, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას და თავდაცვის ხარჯების ზრდას. ბოლო გამოკითხვებით, „რუმინელთა გაერთიანების ალიანსი” ამჟამად ქვეყანაში ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური ძალაა.















