უკან15 ნოემბერი 2026, 17:15
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში სტუდენტებმა ანტისამთავრობო აქცია გამართეს
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში სტუდენტებმა ანტისამთავრობო აქცია გამართეს. მათ პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომა მოითხოვეს. დემონსტრანტები განათლების სამინისტროს შენობასთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით პრემიერის რეზიდენციისკენ გაემართნენ. ისინი სწავლის საფასურის შემცირებას, განათლების დაფინანსების გაზრდასა და კორუფციის აღმოფხვრას ითხოვდნენ.
გაზიარება













