პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში საცხოვრებელი სახლების გაძვირების წინააღმდეგ მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში საცხოვრებელი სახლების გაძვირების წინააღმდეგ მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ. დემონსტრანტებმა ხელისუფლებას გამწვავებული საცხოვრებელი კრიზისის მოგვარებისკენ მოუწოდეს. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ახალგაზრდები არიან, საცხოვრებლის ფასების ზრდის გამო. 2017 წლის შემდეგ ქვეყანაში საცხოვრებელი სახლების ფასები გაორმაგდა, ხოლო ახალი საიჯარო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ქირის ღირებულება თითქმის ორჯერ გაიზარდა.













