შალვა პაპუაშვილი ეკონომიკური პოლიტიკის დამოუკიდებლად წარმართვის უპირატესობას ბიუჯეტის მაგალითით ხსნის
შალვა პაპუაშვილი ეკონომიკური პოლიტიკის დამოუკიდებლად წარმართვის უპირატესობას ბიუჯეტის მაგალითით ხსნის. პარლამენტის თავმჯდომარე სავალუტო ფონდის პროგნოზზე დაყრდნობით ამბობს, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდით ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს. მისი გათვლით, საქართველოს მოლდოვის ზრდის ტემპი რომ ჰქონოდა, 2027 წლის ბიუჯეტში სულ მცირე მილიარდი ლარით ნაკლები იქნებოდა. პაპუაშვილი ამ სხვაობას ბრიუსელის მითითებებზე მეტად საკუთარი მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკის არგუმენტად მიიჩნევს და განმარტავს, რა შეიძლება დაუჯდეს საქართველოს ბრიუსელის მითითებებით ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვა. ამის საილუსტრაციოდ მოჰყავს მოლდოვის მაგალითი.













