ისრაელის დაზვერვამ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო გააფრთხილა, რომ ირანს დრონების გამოყენებით დონალდ ტრამპის და ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების ლიკვიდაცია აქვს დაგეგმილი
ისრაელის დაზვერვამ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო გააფრთხილა, რომ ირანს დრონების გამოყენებით დონალდ ტრამპის და ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების ლიკვიდაცია აქვს დაგეგმილი. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ამერიკის სადაზვერვო სამსახურებმა მოსადს ინფორმაციის გადამოწმება სთხოვეს, რის შემდეგაც მათგან დადასტურებული ცნობები მიიღეს. მოსადის დირექტორი რომან გოფმანი ამჟამად შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორს, ჯონ რეტკლიფს შეხვდა.













