რეჟისორ მამუკა ტყეშელაშვილის ანიმაციური ფილმი „როცა ზღვა იყო მშვიდი“ - მანჩესტერის ანიმაციური კინოფესტივალის გამარჯვებულია
რეჟისორ მამუკა ტყეშელაშვილის ანიმაციური ფილმი „როცა ზღვა იყო მშვიდი“ - მანჩესტერის ანიმაციური კინოფესტივალის გამარჯვებულია. ანიმაციური სურათი, საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდზე, აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს. პროექტი ეროვნული კინოცენტრის, კულტურის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. 18-წუთიანი ფილმი თოჯინური და ანიმაციური ტექნიკების სინთეზით გვიყვება ნოსტალგიით და ტკივილით სავსე ამბავს და აცოცხლებს 1992 წლის დრამატულ მოვლენებს.













