ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის მემუარებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჯიუტად და არასაკმარისად მადლიერ ადამიანად ახასიათებს
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის მემუარებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჯიუტად და არასაკმარისად მადლიერ ადამიანად ახასიათებს. „ზელენსკი კერძო ლაპარაკში ზოგჯერ ცვალებადი გუნების და ჯიუტი იყო, იმდენად მადლიერი არ ჩანდა, რამდენსაც ველოდი“, – წერს ბაიდენი. ის ასევე აღნიშნავს, რომ ზელენსკის სამსახიობო წარსული ძალიან კარგი პრაქტიკა აღმოჩნდა საომარი დროის ლიდერისთვის. პუტინზე ლაპარკისას კი ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი იგონებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრებზე გაღიზიანებული ტონი ჰქონდა, სკამზე გადაწოლა უყვარდა, თითქოს თინეიჯერივით გულგრილობას ინარჩუნებდა.













