„ქართულ ოცნებაში“ „ალდესგან“ კონკრეტულ პასუხებს ითხოვენ
„ქართულ ოცნებაში“ „ალდესგან“ კონკრეტულ პასუხებს ითხოვენ. ვის მიიჩნევს ალიანსი თვითნებურად დაკავებულად და რას ეფუძნება მისი შეფასება დემოკრატიის უკუსვლაზე? მმართველ გუნდში ამბობენ, რომ რეზოლუცია ამ კითხვებს უპასუხოდ ტოვებს და საქართველოში „ალდეს“ პოლიტიკური მოკავშირეების მხარდაჭერას ემსახურება. მორიგ რეზოლუციაში ალიანსი, სასამართლო პროცესებზე დამოუკიდებელ დაკვირვებას ითხოვს და ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება დემოკრატიულ პროგრესსა და დამნაშავეების გათავისუფლებას დაუკავშიროს, რომლებსაც „ალდე“ პოლიტპატიმრებად მიიჩნევს.













