ესპანეთში, სიძულვილის გაღვივებისა და უკანონო დაჯგუფების შექმნის მოტივით, ულტრამემარჯვენე მოძრაობა „ნუკლეო ნასიონალის“ საქმიანობა აკრძალეს
ესპანეთში, სიძულვილის გაღვივებისა და უკანონო დაჯგუფების შექმნის მოტივით, ულტრამემარჯვენე მოძრაობა „ნუკლეო ნასიონალის“ საქმიანობა აკრძალეს. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაიბლოკა სოციალური ქსელის კონტენტი და საბანკო ანგარიშები. დაიხურა მისი ოფისი. ჩხრეკისას იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. პროკურატურის ცნობით, დაჯგუფება ქვეყანაში, 29 ნოემბერს დაგეგმილი არჩევნების წინ, ახალგაზრდებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, დაუცველი ჯგუფების მიმართ სიძულვილის, დისკრიმინაციისა და ძალადობის აქტების განხორციელებას აიძულებდა. ულტრამემარჯვენეებთან ბრძოლაზე პრემიერმა სანჩესმა წინასაარჩევნო შეხვედრაზეც ილაპარაკ





















