რატომ აზიანებენ შეგნებულად, საქართველოსა და ქართველ ხალხს, ეკონომიკურად და პოლიტიკურად, ხელისუფლება, ღიად ამბობს, რომ კონკრეტული გეგმა არსებობს
რატომ აზიანებენ შეგნებულად, საქართველოსა და ქართველ ხალხს, ეკონომიკურად და პოლიტიკურად, ხელისუფლება, ღიად ამბობს, რომ კონკრეტული გეგმა არსებობს. ოფიციალური თბილისის ევროპელ ბიუროკრატებს ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური დასუსტების მცდელობაში ადანაშაულებს. როგორც განმარტავენ, საქართველო და სამხრეთ კავკასია ევროპას აღმოსავლეთთან აკავშირებს და ეს ერთადერთი მარშრუტია. ხელისუფლების თქმით, ამიტომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ორივე მხარის ეკონომიკურ ინტერესებშია. საქართველოს სატრანზიტო როლის შემცირების მცდელობას ხელისუფლებაში „წვრილმან შურისძიებას“ უწოდებენ და ამბობენ, რომ ამით თავად ბრიუსელიც ზარალდება.





















