Microsoft-ის ყველაზე მასშტაბური შეფერხება ჯერ კიდევ ვერ გამოსწორდა
Microsoft-ის ყველაზე მასშტაბური შეფერხება ჯერ კიდევ ვერ გამოსწორდა. გლობალურმა ტექნიკურმა ხარვეზმა ისეთი სერვისები დააზარალა, როგორიცაა აუთლუქი, თიმსი და ხელოვნური ინტელექტის პროგრამა კოპილოტი. პრობლემა უკვე მეორე დღეა გრძელდება. შეფერხება 70-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა - მის გამომწვევ მიზეზად სერვერების გადატვირთვა დასახელდა მას შემდეგ, რაც ზოგიერთი ძირითადი სერვერი მოულოდნელად გამოირთო. მაიკროსოფტის განცხადებით, აღდგენის პროცესი გეგმის მიხედვით არ მიმდინარეობს. ინციდენტი არ უკავშირდება კიბერშეტევას, თუმცა მან უკვე შეაფერხა სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ინდოეთის, იაპონიისა და ავსტრალიის სამთავრობო და კორპორატიული სტრუქტურების მუშაობა.





















