საქართველოს პრეზიდენტმა დელეგაციის წევრებთან ერთად, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარდგენილი ექსპოზიცია დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტმა დელეგაციის წევრებთან ერთად, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარდგენილი ექსპოზიცია დაათვალიერა. გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით მოწყობილ პავილიონში წარმოდგენილია ქვეყნის მიღწევები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე ქვეყნის მდგრადი განვითარების პრიორიტეტები. კლიმატის ცვლილების კონფერენცია, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ, ანტალიაში იმართება





















