რუსთავის ქალთა მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში ქალებს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, ადგილზე ჩაუტარდათ
რუსთავის ქალთა მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში ქალებს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, ადგილზე ჩაუტარდათ. აქცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა და თბილისის სკრინინგ ცენტრმა მოაწყვეს. მისი მიზანი კიბოს ადრეული გამოვლენა და სკრინინგზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სკრინინგ აქციები გრძელდება





















