სროლა და მკვლელობა თეთრ სახლთან
სსროლა და მკვლელობა თეთრ სახლთან. ვაშინგტონში ექიმმა, რომელიც თავისი საცხოვრებელი ბინის გამო ხანგრძლივ დავაში იყო ჩართული სპორტდარბაზში შენობის მენეჯერი მოკლა, შემდეგ კიდევ ოთხი ადამიანი დაჭრა და თავი მოიკლა. სროლა ვაშინგტონის ლოგან სერკლის უბანში მოხდა, თეთრი სახლიდან 2 კილომეტრში. შემთხვევის გამო გადაიკეტა უბნის მნიშვნელოვანი ნაწილი, სკოლები კი იზოლაციის რეჟიმში გადავიდა.





















