საქართველოს პრეზიდენტმა, თურქულ მედია ანდოლუს ინტერვიუ მისცა
საქართველოს პრეზიდენტმა, თურქულ მედია ანდოლუს ინტერვიუ მისცა. მიხეილ ყაველაშვილმა, ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთის მჭიდრო თანამშრომლობასა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ღრმავდება. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ანტალიაში, გაეროს კლიმატის კონფერენციის ფარგლებში, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაზე ილაპარაკა. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველო მზადაა, გააძლიეროს თანამშრომლობა გარემოს დაცვის, განახლებადი ენერგიისა და ბუნებრივი კატასტროფებისთვის მზადყოფნის საკითხებზე.





















