ეროვნული არქივი ქართული კინო მემკვიდრეობის აღდგენას განაგრძობს
ეროვნული არქივი ქართული კინო მემკვიდრეობის აღდგენას განაგრძობს. უნიკალური ფირების რესტავრაციის შედეგად, ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი კინოდოკუმენტი კვლავ ხელმისაწვდომია. ახლახან დასრულდა რამდენიმე დოკუმენტური და მხატვრული ფილმის აღდგენა. მათ შორისაა დოკუმენტური ფილმი „გალაკტიონ ტაბიძე“ და რეჟისორ რეზო ჩხეიძის 1962 წელს გადაღებული მხატვრული ფილმი „ზღვის ბილიკი“.


















