ქვეყნის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ფინანსთა მინისტრმა წარადგინა
ქვეყნის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ფინანსთა მინისტრმა წარადგინა. 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ხუთპროცენტიან ეკონომიკურ ზრდას, ინფლაციის სამ პროცენტამდე შემცირებასა და მთლიანი შიდა პროდუქტის 126 მილიარდ ლარამდე ზრდას ეფუძნება. მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებად უცვლელად რჩება ეკონომიკა, ჯანდაცვა, თავდაცვა, ინფრასტრუქტურა და სოციალური პოლიტიკა, რაც მომავალი წლიდან პენსიებისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდას ითვალისწინებს. დეპუტატთა შენიშვნებით დაკორექტირებულ პროექტს პარლამენტი საბოლოო კენჭისყრაზე დეკემბერში დაამტკიცებს.


















