ბულგარეთში გლოვის დღეა
ბულგარეთში გლოვის დღეა. ქვეყნის ავტომაგისტრალზე, იამბოლის რაიონში მასშტაბური ავარია მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევაში სულ 86 მსუბუქი მანქანა, ავტობუსი და სატვირთო მოყვა. შედეგად 11-ი ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა. მომხდარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეხმიანება. ირაკლი კობახიძემ ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს სოლიდარობა და თანაგრძნობა გამოუცხადა.

















