შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, გუშინ მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ბრალდებულები უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, რაც გამოიხატებოდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. ერთ-ერთმა კი დაპირისპირებაში მონაწილე ახალგაზრდას ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში სამი ჭრილობა მიაყენა. დაშავებულს სამედიცინო დახმარება გაეწია. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველები მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილეების იდენტიფიცირებისთვის მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტი რეჟიმით ატარებდნენ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებს. შედეგად პოლიციამ ცხელ კვალზე შვიდი ადამიანი დააკავა. დანაშაული 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

















