ევროპული ბიუროკრატია გაფართოების პოლიტიკას ამკაცრებს და კანდიდატ სახელმწიფოებს ახალი ულტიმატუმის წინაშე აყენებს
ევროპული ბიუროკრატია გაფართოების პოლიტიკას ამკაცრებს და კანდიდატ სახელმწიფოებს ახალი ულტიმატუმის წინაშე აყენებს. დასავლურ მედიაში გავრცელებული ცნობით, ბრიუსელი ამუშავებს მექანიზმს, რომელიც გაერთიანებაში ახლად მიღებულ წევრებს თხუთმეტი წლის განმავლობაში როგორც საბიუჯეტო დაფინანსებას, ისე გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლებას შეუზღუდავს. გამკაცრებული სტანდარტების პირველი სამიზნე მოლაპარაკებების პროცესში ყველაზე დაწინაურებული მონტენეგრო გახდა, პარალელურად კი უნგრეთი უკრაინის ინტეგრაციას მორიგ ჯერზე ბლოკავს. თამაშის წესების მუდმივი ცვლილება საქართველოს მმართველი გუნდისთვის იმის პირდაპირი ნიშანია, რომ ბრიუსელს რეალური გაფართოების პოლიტიკური ნება არ გააჩნია.


















