დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტი ხვალ ოფიციალურად გაიხსნება
დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტი ხვალ ოფიციალურად გაიხსნება. გახსნის ღონისძიებაში ევროპული სტრუქტურების პირველ პირებთან და ორმოცდახუთი სახელმწიფოს ლიდერთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ მინისტრი. დღეს კი ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში, სადაც დისკუსიის თემა იყო -ევროპის არქიტექტურაში საქართველოს როლი.


















