ოთხი ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის წარუმატებელი მცდელობა - სამოცდაოთხი დაკავებულიდან ორმოცდაათამდე პირმა დანაშაული სრულად აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა
ოთხი ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის წარუმატებელი მცდელობა - სამოცდაოთხი დაკავებულიდან ორმოცდაათამდე პირმა დანაშაული სრულად აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა. სააპელაციო სასამართლომ უკვე დააკანონა მორიგი საპროცესო შეთანხმებები იმ მსჯავრდებულებთანაც, რომლებიც თვეების განმავლობაში ბრალს კატეგორიულად უარყოფდნენ, დღეს კი პოზიციის ცვლილებას პრაგმატული გათვლებითა ხსნიან. პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმის ეპიზოდში მონაწილე თხუთმეტი პირიდან თოთხმეტმა ჩადენილი ქმედება მოინანია, მიმალვაში მყოფი ია დარახველიძის მიმართ კი სასამართლომ დღეს უკვე მეორე გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანა.


















