რუსეთის წინააღმდეგ ოთხწლიანი სანქციების პოლიტიკამ ევროპელი ლიდერების თავდაპირველი გათვლები ვერ გაამართლა - ამ შინაარსის დასკვნას ევროპის აუდიტორთა პალატა აქვეყნებს.
რუსეთის წინააღმდეგ ოთხწლიანი სანქციების პოლიტიკამ ევროპელი ლიდერების თავდაპირველი გათვლები ვერ გაამართლა - ამ შინაარსის დასკვნას ევროპის აუდიტორთა პალატა აქვეყნებს. მათივე შეფასებით, მიღებულმა ოცდაერთმა შემზღუდავმა პაკეტმა ორმხრივი ვაჭრობა შეამცირა, თუმცა სანქციების გვერდის ავლის სქემები და რუსულ ენერგომატარებლებზე ცალკეული ქვეყნების დამოკიდებულება კვლავ გადაუჭრელია. სანქციების განახლების შუალედური პაუზით ისარგებლა ესპანეთმა და ოქტომბერში რუსული თხევადი აირის იმპორტი სრული დატვირთვით აღადგინა. ეკონომიკური წინააღმდეგობების ფონზე, ფინეთისა და ნორვეგიის პირველი პირები კრემლთან პირდაპირი სატელეფონო დიალოგის რეჟიმს უბრუნდებიან.


















