საფრანგეთში ენის დეპარტამენტში სკოლის ავტობუსი ავარიაში მოყვა
საფრანგეთში ენის დეპარტამენტში სკოლის ავტობუსი ავარიაში მოყვა. ავტობუსი ლიონიდან ბურგ-ან-ბრესში მიემართებოდა, გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, ხოლო 16 დაშავდა, ავტობუსში სულ ორმოცამდე მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის 15 ბავშვი.



















