გაერო-ს სამიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია უცხოელ კოლეგებს შეხვდა
გაერო-ს სამიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია უცხოელ კოლეგებს შეხვდა. შეხვედრა შედგა გაერო-ს საჯარო მმართველობის ექსპერტთა კომიტეტის წევრ როლფ ალტერთან, სადაც ლანა მორგოშიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება გაერო-ს მდგრადი განვითარების პრინციპებისადმი.



















