სასამართლოს დამოუკიდებლობითა და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
სასამართლოს დამოუკიდებლობითა და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია. მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველომ 100-პროცენტიან შეფასების სისტემაში 59 პროცენტი მიიღო და ევროპაში მე-15 ადგილი დაიკავა. გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის ყველა კანდიდატს, ევროკავშირის და ნატოს წევრ 15 სახელმწიფოს, მათ შორის დიდი შვიდეულის წევრ 2 ქვეყანას. ესენია: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, ლატვია, ბულგარეთი, პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, სლოვენია, თურქეთი, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და ხორვატია.



















