კულტურის მინისტრი ქუთაისში არსებულ სახელმწიფო თეატრებს ესტუმრა
კულტურის მინისტრი ქუთაისში არსებულ სახელმწიფო თეატრებს ესტუმრა. მინისტრმა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში. პროექტი ითვალისწინებს შიდა და გარე ინფრასტრუქტურის ფუნდამენტურ განახლებას, სცენისა და აკუსტიკური სისტემების მოდერნიზაციას.



















