ამერიკის ომის მდივანმა ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა
ამერიკის ომის მდივანმა ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა. პიტ ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, ომის დეპარტამენტი თავის ძირითად ფუნქციას, ბრძოლისუნარიანობას დაუბრუნდა, რის გამოც ტრამპის ადმინისტრაცია დიფ სთეითის რადიკალებს სძულთ. ჰეგსეტის განცხადებით, დეპარტამენტმა მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის პოლიტიკას ბოლო მოუღო, წარუმატებელი ლიდერები გაათავისუფლა, მსოფლიოში შემაკავებელი ძალა აღადგინა, ჯარში რეკრუტირება ისტორიულ მაჩვენებლამდე გაზარდა, სამხედრო ძალები და თავდაცვის ინდუსტრია კი უფრო გააძლიერა. ჰეგსეტი მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ინიციატივასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს სამარცხვინო სპექტაკლია.



















