4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა ნანა სანდერმა, ირაკლი ჩხვირკვიამ და ზურაბ ჭავჭანიძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა ნანა სანდერმა, ირაკლი ჩხვირკვიამ და ზურაბ ჭავჭანიძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს. მათ დანაშაული აღიარეს და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
ციხის დატოვების შემდეგ მათ ძალადობრივი მოვლენების ფიგურანტებს მოუწოდეს აღიარონ დანაშაული და ისარგებლონ საპროცესო შეთანხმებით.



















